Accessibility links

logo-print

ინტერვიუ ედუარდ კოკოითისთან


მურატ ტემიროვი ჩვენი “რადიოს” ჩრდილოკავკასიური სამსახურის ჩერქეზული განყოფილების თანამშრომელი მურატ ტემიროვი ტელეფონით დაუკავშირდა თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთის

რესპუბლიკის პრეზიდეტს ედუარდ კოკოითის და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

(ტემიროვის ხმა)
“რას ემსახურება რეფერენდუმი, ადრე ხომ უკვე გამოაცხადა სამხრეთი ოსეთმა დამოუკიდებლობა?”

(კოკოითის ხმა)
“სავსებით მართალი ხართ. იყო პირველი რეფერენდუმი, როცა სამხრეთის ოსეთის მოსახლეობის 99-მა პროცენტმა დამოუკიდებლობას თანხმობა გამოუცხადა. ახლა თაობა შეიცვალა, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მაშინ სამი-ოთხი წლისა იყვენ, არ ჰქონდათ მათი ხალხის მომავლისთვის კენჭისყრის საშუალება. და ვითარებს შეცვლის გამო, და იმასთან დაკავშირებით, რომ გახშირდა საქართველოს ხელისუფალთა განცხადებები, რომ სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ პრეზიდენტის და მისი ახლობლების სურვილია, და რომ ოს ხალხს საქართველოში ცხოვრება სურს, რითაც მათ შეცდომაში შეიყვანეს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ, რომ ეს, სამხრეთის ოსეთის მთელი ხალხის ნების გამოხატულებაა, ეს დემოკრატიის უმაღლესი ფორმაა. ეს სამხრეთი ოსეთის ხალხის პასუხია საქართველოს ხელმძღვანელობის აგრესიულ პოლიტიკაზე და თუ გსურთ, ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაზე, რომელსაც თავს გვახვევენ დასავლეთის ქვეყნები, რომელთაც არ სურთ თვით კონფლიქტის არსს ჩაწვდნენ. მე მესმის მათი სიმპატია საქართველოს მიმართ, მაგრამ ჩვენც ევროპელები ვართ, ჩვენც გვსურთ ევროპასთან ერთად ცხოვრება”.
(ტემიროვის ხმა)
“როგორც ცნობილია, ტარდება ალტერნატული არჩევნები, როგორია თქვენი კომენტარი?”
(კოკოითის ხმა)
“ეს ფარსია. უბრალო შეკითხვა მაქვს, რა კონსტიტუციის და რა კანონების, რა დოკუმენტების საფუძველზე ატარებს საქართველოს ხელმძღვანელობა ალტერნატიულ არჩევნებს? საქართველოთვის გაუთავებლად ყველაფრის უფლების მიცემას მივყავართ ასეთ აბსურადმე, რომელიც სიცილს იწვევს. სამხეთ ოსეთში ამას კლოუნადად მიიჩნევენ. ეს საქართველოს ხელისუფლების მცდელობაა საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენოს, ოსეთის საზოგადოებაში განხეთქილებაა, აი, ნახეთ, ვატარებთ ალტერნატიულ არჩევნებსო. ისინი მუდმივად იყნებენ მომენტს, თავიანთ რიცხობრივ უპირატესობას, ახლაც შეუძლიათ მორეკონ 200 ათასი ადამიანი და თქვან, აი, ეს ოსები და ქართელები არიან, რომელიც სახრეთ ოსეთში ცხოვრობდნენო. მაგრამ ჩვენთან კარდად ახსოვთ და არის სტატისტიკურიმ ონაცემები, რომ სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები 28 პროცენტს წარმოადგენენ და მათი რიცხვი არ აღემატებოდა 32 ათასს”.
(ტემიროვის ხმა)
“სამხრეთი ოსეთის პარლამნეტმა რუსეთის დუმას ახლახან მიმართა თხოვნით აღიარების შესახებ, როგორია იგივე რუსეთის - თქვენი განცხადებით უახლოესი მოკავშირის - მხრივ სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარების შანსი?”.
(კოკოითის ხმა)
“რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ევროპის თანამეგობრობამ და საქართველომ, რომ არ იღიარებენ ჩვენს დამუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობის 16 წელი შესანიშნავად ადასტურებს, რომ სახრეთი ოსეთი, როგორც სახელმწიფო შედგა. და დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობს დონის მიხედვით სამხრეთი ოსეთის საქართველოზე ბევრად მაღლაა. იმიტომ, რომ სამხრეთი ოსეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სამართალის შესაბამისი ჩვენი კანონების ზუსტი დაცვით ტარდება. აბა, საქართველომაც იტრაბახოს ასეთი მიღწევებით დემოკრატისა და სახელმწიფო მშენებლობის საქმეებში, მაშინ ჩვენც ვილაპარაკებთ ასეთ საქართველოსთან. როცა გვეკითხებით აღიარებაზე, დღეს გიპასუხებთ, რომ სამხრეთი ოსეთი უკვე აღიარებულია. მე მესმის, რომ აღიარება რთული და შორი გზაა, მაგრამ მუდამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ სცილდებოდეს საერთაშორისო ჩარჩოებს, ცივილიზებულ ჩარჩოებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, გადავიდეს ურთიერთობის ცივილიზებულ ფორმებზე”.
(ტემიროვის ხმა)
“თქვენ ლეგმიტიმურბა ახსენეთ, რა ლეგიტიმურობა აქვს ამ რეფერენდუმს, ვინ უწევს მას მეთვალყურეობას?
(კოკოითის ხმა)
“ჩვენთან ჩამოვა 60-ზე მეტი მეთვალყურე, რომლებმაც განცხადება შემოიტანეს, მათ შორის დასავლეთის საზოგადოებირივი და უფლებადამცველი სტრუქტურებიდან, ამიტომ, მე მთელ სიას ვერ წაგიკითხავთ. ჩვენ ყველას მიმართ ღია ვართ, მივმართეთ ყველას, ეუთოს, ევროკავშირს და ევროპარლამენტს, რათა მეთვალყურეები გამოეგზავნათ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისინი სიტყვით აცხადებენ, რომ რეფერენდუმი ნების გამოხატვის ნორმალური ფორმაა, მათ გასაგები მიზეზებით არ შეუძლიათ თაივნთი მეთვალყურეების გამოგზავნა.”
(ტემიროვის ხმა)
“ კოსოვოს ოლქის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებასთან აკავშირებენ სამხრეთი ოსეთის საკითხს. როგორ ხედავთ თქვენ ამ გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა ეს პრეცედენტი, როგორც პოლიტიკოსი, გამოიყენებთ თუ არა კოსოვოს საკითხს საკუთარი მიზნებისთვის”.
(კოკოითის ხმა)
“საქართველო სამხერეთი ოსეთის კონფლიქი არ არის ერთა შორის კონფლიქტი, როგორც ამას დასაწყისიდანვე გვახვევდნენ თავს. და ეს არ არის საქართველოს საშინაო პრობლემა. ეს პოლიტიკურ-სამრთლებრივი კონფლიქტია და მასში გარკვევა საერთაშორისო თანამეგობრობის საქმეა. როცა სამართალზე ვლაპარაკობთ, სამხრეთი ოსეთს, კოსოვოსგან განსხვავებით, ჰქონდა ავტონომიური ერთეული და მას აქვს მეტი პოლიტიკიურ-სამართლებრივი საფუძველი აღიარებისთვის, ვიდრე კოსოვოს და ამიტომ, ჩვენთვის კოსოვო რიგითი შემთხვევაა. როცა სამხრეთი ოსრეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა საქართველო რესპუბლიკა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული არ იყო”.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG