Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ მზად არის, ითანამშრომლოს დემოკრატიულ პარტაისთან,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ მზად არის, ითანამშრომლოს დემოკრატიულ პარტაისთან,
რომელმაც კონგრესის არჩევნებზე უმრავლესობა მოიპოვა ორივე პალატაში. "მე გახსნილი ვარ ნებისმიერი იდეისა თუ წინადადებისთვის, რაც შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი მიზნების მიღწევაში, რათა დავამარცხოთ ტერორისტები და უზრუნველვყოთ ერაყის დემოკრატიული მთავრობის წარმატება," თქვა მან. ბუშმა თეთრ სახლში მოლაპარაკებები გამართა ნენსი პელოსისთან, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი გახდება. პარასკევს ბუში შეხვდა ჰარი რეიდს, რომელიც სენატში რესპუბლიკელების ლიდერი იქნება.
XS
SM
MD
LG