Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინაში სასამართლომ გასცა ირანის ექსპრეზიდენტ


არგენტინაში სასამართლომ გასცა ირანის ექსპრეზიდენტ ჰაშემი რაფსანჯანისა

არგენტინაში სასამართლომ გასცა ირანის ექსპრეზიდენტ ჰაშემი რაფსანჯანისა
და ირანის რვა ყოფილი მოხელის დაპატიმრების ორდერი. მოსამართლე როდოლფო კანიკობა კორალმა განაცხადა: "ჩვენ ავამოქმედეთ დაპატიმრების ორდერების მექნაიზმი. ერთი მხრივ, იმისთვის, რათა საქმეში ჩავრთოთ ინტერპოლი. მეორე მხრივ, რათა დიპლომატიური გზითაც იქნეს გადადგმული მტკიცე ნაბიჯები გარკვეული ადამიანების დასაკავებლად." ძებნილებს ბრალი ედებათ 1994 წელს ბუენოს-აირესის ებრაული ცენტრის შენობაში მომხდარ ტერაქტთან კავშირში. ტერაქტის შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა. გამოძიების თანახმად, აფეთქება ექსტრემისტული დაჯგუფება "ჰეზბოლაჰის" მებრძოლებმა მოაწყვეს ირანის ხელმძღვანელობის დაკვეთით. თეირანი უარყოფს ბრალდეებებს და აპირებს, სთხოვოს ინტერპოლს, თავი შეიკავოს რაიმე სახის ქმედებისგან ორდერების გაცემასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG