Accessibility links

logo-print

ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს


დავით პაიჭაძე, თბილისი 10 ნოემებრის საღამო საქართველოში მოულოდნელად დაიწყო: საქართველოს მთავრობაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მნიშვნელოვანი საკადრო გადანაცვლებები განახორციელა.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ეკონომიკის მინისტრად გადაიყვანა, ეკონომიკის მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე - საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარედ. თავდაცვის მინისტრი გახდა დავით კეზერაშვილი - ფინანსური პოლიციის უფროსი. შეიცვალა რეგიონული ხელმძღვანელობის ნაწილი: გურიის გუბერნატორად სოფლის მეურნეობის მინისტრი, მიხეილ სვიმონიშვილი გადაჰყავთ, კახეთი გუბერნატორი, პეტრე ცისკარიშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიდის, ხოლო კახეთში შეიძლება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ზაზა ბეგაშვილი გაამწესონ გუბერნატორის პოსტზე. იმერეთში მეორედ მოსვლაა - ოღონდ გუბერნატორ აკაკი ბობოხიძისა. დავით პაიჭაძეს მოუსმინეთ.

(იხ. აუდიოვერსია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG