Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ქალაქ რამალაში, ყოფილი ლიდერის


პალესტინელთა ქალაქ რამალაში, ყოფილი ლიდერის, იასირ არაფატის

პალესტინელთა ქალაქ რამალაში, ყოფილი ლიდერის, იასირ არაფატის
საფლავთან, მისი სიკვდილის მეორე წლისთავის აღნიშვნის მიზნით ათასობით პალესტინელი მივიდა. იასირ არაფატი 2004 წელს პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ბევრი პალესტინელი არაფატს დღესაც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ აღიქვამს. რამალაში გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, განაცხადა, რომ ის ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებას ამ თვის ბოლომდე ვარაუდობს. აბასის თქმით, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთიანი მთავრობის შექმნის პროცესში დიდ პროგრესს მიაღწიეს.
XS
SM
MD
LG