Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი,
იმედოვნებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ საერთაშორისო მოლაპარაკება მალე განახლდება. მოლაპარაკებაში ირანი, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი, და გერმანია მონაწილეობენ. ამის შესახებ განცხადება ლავროვმა დღეს გააკეთა. მანამდე კი მოსკოვის შემოგარენში, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ბირთვული პროგრამის საკითხში ირანის მთავარი წარმომადგენელი, ალი ლარიჯანი. ირანის წარმომადგენელი რუსეთში ბოლო ორი დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს. ირანის ბირთვული პროგრამა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში რჩება. ევროკავშირმა უკვე წარმოადგინა გაეროს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ირანს მკაცრ სანქციებს უწესებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ურანის გამდიდრებას არ შეწყვეტს. ირანისგან ურანის გამდიდრების შეწყვეტა რუსეთსაც სურს - თუმცა მოსკოვი მკაცრი სანქციების შერბილების მომხრეა.
XS
SM
MD
LG