Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პოლიციის ცნობით, ბაღდადიდან სამხრეთის


ერაყის პოლიციის ცნობით, ბაღდადიდან სამხრეთის

ერაყის პოლიციის ცნობით, ბაღდადიდან სამხრეთის
მიმართულებით, 30 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ლატიფიაში უცნობი შეიარაღებული პირები მიკროავტობუსებს დაესხნენ თავს, მოკლეს მინუმუმ 10, და გაიტაცეს ათეულობით მგზავრი. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. დღეს, უფრო ადრე, ბაღდადის ცენტრში მოქმედ ბაზართან დღეს ორი დანაღმული მანქანა ერთმანეთის მიყოლებით აფეთქდა, რასაც მინიმუმ 8 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. დაშავდა 32. პოლიცია ვარაუდობს, რომ ამ ინცინდენტის მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება. პარალელურად, პოლონეთის საინფორმაციო სააგენტო ” PAP”-ი ავრცელებს ცნობას, რომ ერაყის ქალაქ ალ კუტთან მომხდარ აფეთქებას ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა - მათგან ერთი პოლონელი, და მეორე სლოვაკი იყო. ამავე წყაროს ინფორმაციით, დაიჭრა ერთი პოლონელი ჯარისკაცი. დაჭრილებს შორის ერთი სომეხი ჯარისკაცია.
XS
SM
MD
LG