Accessibility links

logo-print

ნატომ დაგმო სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებულ


ნატომ დაგმო სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებულ

ნატომ დაგმო სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებულ
რესპუბლიკაში ხვალისათვის დანიშნული დამოუკიდებლობის რეფერენდუმი. ნატოს გენერალური მდივნის, იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის და სხვა საერთაშორისო ლიდერები არ ცნობენ ე.წ. რეფერენდუმსა და არჩევნებს. იაპ დე ჰოოპ სხეფერის სიტყვებით, ამგვარი ნაბიჯების ერთადერთი მიზანი სამხრეთ კავკასიაში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვაა. პარალელურად, სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები ამოქმედდა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერებმა დღეს საქართველოს სპეცსამსახურები რეგიონის პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის, მკვლელობისა და გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდება უარყო.
XS
SM
MD
LG