Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაცული იქნება თუ არა საქართველოს ინტერესები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისას


ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ დასასრულს უახლოვდება რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოლაპარაკება

”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში” რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რუსეთის ოფიციალური პირების ვარაუდით, შეთანხმებას, შესაძლებელია, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერონ 17 ნოემბერს ჰანოის სამიტზე. ანალოგიური შეთანხმება არ არსებობს მოსკოვსა და თბილისს შორის გამწვავებული პოლიტიკური ურთიერთობების გამო. საინტერესოა, შეძლებს თუ არა საქართველო საკუთარი ინტერესების დაცვას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისას.

საქართველოს ინტერესები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე განისაზღვრა 2004 წელს ორ ქვეყანას შორის გამართულ მოლაპარაკებებზე. საქართველო სწორედ ამ შეთანხმების შეუსრულებლობის გამო რჩება ბოლო დრომდე რუსეთის თითქმის ერთადერთ დაბრკოლებად ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”2004-ში ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები და მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და რუსეთი, შესაბამისად, საქართველოსთან საგარეო ვაჭრობას აწარმოებს ლეგალური სასაზღვრო გამშვები პუნქტების მეშვეობით. ჩვენ არა მარტო ერთგული ვრჩებით ამ მოთხოვნის, არამედ მოვითხოვთ, რომ რუსეთმა შეასრულოს შეთანხმება, რომელიც ჩვენ შორის მოხდა.”(სტილი დაცულია)

ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 13 ნოემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის ვაჭრობის კომისართან შეხვედრის შემდეგ, გააკეთა.

უფრო კონკრეტულად კი, საქართველო რუსეთისგან მოითხოვს სავაჭრო ურთიერთობები ოფიციალურად აღიარებული სასაზღვრო გამშვები და საბაჟო პუნქტების მეშვეობით განხორციელდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტვირთბრუნვა როკის გვირაბის გავლითა და მდინარე ფსოუზე ან უნდა შეწყდეს, ან კიდევ მათ ოფიციალური სტატუსი მიენიჭოთ.

ჩაკეტვის შემთხვევაში საქართველოს სეპარატისტული რეგიონები - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი - ეკონომიკურ ბლოკადაში მოექცევიან.
ოფიციალურად აღიარებისას კი როკის გვირაბთან და მდინარე ფსოუზე საქართველოს სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები განთავსდებიან. საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ისაკაძე ფიქრობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ვეტოს უფლების გამოყენებისას, რუსეთის ორგანიზაციაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას, საქართველომ ეკონომიკური მოსაზრებებით უნდა იხელმძღვანელოს:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”საქართველომ ამ შემთხვევაში უფრო ეკონომიკური პოზიცია უნდა დაიკავოს...”

წავა თუ არა მოსკოვი დათმობებზე, წინასწარ ძნელი სათქმელია. ოფიციალური მოსკოვი თბილისს ურჩევს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის საკითხის განხილვისას ულტიმატუმის ენით არ ილაპარაკოს, რადგან წაგებული საქართველო დარჩება, - ამბობს რუსეთის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი გერმან გრეფი. რუსეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ საქართველოსთან შეთანხმების მიღწევას წლის ბოლომდე შეძლებს და მომავალ წელს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაშიც გაწევრიანდება. არც ოფიციალური თბილისი აპირებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის თემით დამატებითი პრობლემები შექმნას ორი ქვეყნის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებში. ეკონომიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთის გაწევრიანება საქართველოსთვისაც მომგებიანი იქნება. გიორგი ისაკაძის კომენტარი:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიმართავ...”

საქართველო უკვე მეექვსე წელია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია, თუმცა განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა. არადა, აღნიშნული ორგანიზაცია განვითარებული ეკონომიკის მქონე 149 ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების სამართლებრივ თუ სატარიფო საკითხებს აწესრიგებს.
XS
SM
MD
LG