Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სტრასბურგში,

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სტრასბურგში,
ევროპის პარლამენტში გამოვიდა სიტყვით. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, რუსეთან ორმხრივი დიალოგის დაწყების თაობაზე. ,,ჩემი ხალხის და მთავრობის სახელით ვაცხადებ, ჩვენი მოწოდებაა, დავუბრუნდეთ დიალოგის გზას” – განაცახადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დარეგულირება ორივე მხარის ინტერესების სრული გათვალისწინებით უნდა მოხდეს. მისი თქმით, ორ ქვეყანს შორის საკმარისი დაძაბულობის ფონზე ახლა დიპლომატიის და განხილვის დროა და იგი მზად არის ნორმალური დიალოგის გზას დაუბრუნდეს. სააკაშვილმა ისაუბრა აგრეთვე აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის შესახებ. ”ბევრ წრეში საქართველოს არქმევენ პროვოკაციულ სახელმწიფოს, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალის გამოყენებით აპირებს. კატეგორიულად შემიძლია განგიცხადოთ, რომ ასე არ არის. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები გვაქვს, ვინაიდან ვიცით, თუ რა არის ომი. ვიცით, რა მდგომარეობაში არიან ომის მსხვერპლი ადამიანები - ისინი ახლაც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ - და ვიცით, რომ ომი გამოსავალი არ არის,” თქვა მან. სტრასბურგში გამოსვლისას სააკაშვილმა აგრეთვე თქვა, რომ საქართველო რუსეთის გაზში არ გადაიხდის ორმაგ ფასს, რასაც გაზპრომი ითხოვს, ვინაიდან, მისი თქმით, რუსეთის მხარის ეს მოთხოვნა პოლიტიკურად არის მოტივირებული.

XS
SM
MD
LG