Accessibility links

ბრიუსელში დღეს ხელი მოეწერა თანამშრომლობის


ბრიუსელში დღეს ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირსა და სამხრეთი კავკასიის ქვეყნებს

ბრიუსელში დღეს ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირსა და სამხრეთი კავკასიის ქვეყნებს
- აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს - შორის. ევროკავშირი სამ ქვეყანას დამატებით დახმარებას აღმოუჩენს და გააფართოვებს მათთან ეკონომიკურ თანამშრომლობას იმ პირობით, თუკი ისინი ფართო მასშტაბის რეფორმებს გაატარებენ. ევროკომისიის წევრმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს აფახაზეთის, სამხრეთი ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების მოგვარებას. დღეს ბრიუსელში შემდგარი შეხვედრის კულუარებში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა მთიანი ყარაბაღთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG