Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები აზიასთან მჭიდრო თანამშრომლობას


შეერთებული შტატები აზიასთან მჭიდრო თანამშრომლობას

შეერთებული შტატები აზიასთან მჭიდრო თანამშრომლობას
აგრძელებს - აცხადებს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. ის სიტყვით სინგაპურში ყოფნისას გამოვიდა - აზიის ქვეყნებში სამდღიანი ტურნეს დასაწყისში. კონგრესის არჩევნებში ბუშის რესპუბლიკური პარტიის დამარცხების შემდეგ, ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ. ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე გამოსვლისას, ბუშმა განაცხადა: [ბუშის ხმა]: ”ამ ახალ საუკუნეში, ამერიკა კვლავაც მჭიდროდ ითანამშრომლებს აზიასთან, ვინაიდან ჩვენი ინტერესები უშუალოდ უკავშირდება ამ რეგიონში თავისუფლების გავრცელებას და შესაძლებლობების გაჩენას. ამ ახალ საუკუნეში, წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებთან ჩვენი ვაჭრობის მოცულობა აჭარბებს ატლანტის ოკეანის აუზის ქვეყნებთან წარმოებულს. ამერიკული ბიზნესი დიდ მომავალს ხედავს თქვენი ეკონომიკის ზრდაში და საშუალო კლასის გაფართოებაში”. ამასთან, ჯორჯ ბუშმა, ჩრდილოეთ კორეას ატომური პროგრამის შეწყვეტისკენ მოუწოდა და რეგიონულ სახელმწიფოებს ფხენიანზე ზეწოლის განხორციელების პროცესში ვაშინგტონთან თანამშრომლობა სთხოვა.
XS
SM
MD
LG