Accessibility links

logo-print

რუსეთმა დაგეგმილ ვადაზე ადრე დაიწყო


რუსეთმა დაგეგმილ ვადაზე ადრე დაიწყო თბილისიდან

რუსეთმა დაგეგმილ ვადაზე ადრე დაიწყო თბილისიდან
თავისი სამხედრო ნაწილების გაყვანა. ამ პროცესის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდეა ნავარაუდევი.
საქართველოს დედაქალაქიდან სომხეთში, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე გაემგზავრა პირველი სარკინიგზო ეშელონი სამხედრო აღჭურვილობითა და ქონებით.
გადაწყვეტილება სამხედრო შენაერთების ვადამდე გაყვანის შესახებ მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც მოსკოვსა და თბილისს შორის უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა. რუსეთის მხარის განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს რუსი სამხედროების წინააღმდეგ შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილებას.
XS
SM
MD
LG