Accessibility links

logo-print

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ახალმა მინისტრმა


საქართველოს ეკონომიკური განვითარების ახალმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა თანამდებობა დატოვა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ახალმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ამ პოსტზე ის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაიყვანეს 10 ნოემბერს, საქართველოს მთავრობაში საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით. დღეს კი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტიდან ირაკლი ოქრუაშვილის წასვლასთან დაკავშირებით თბილისში მოკლე ბრიფინგი გამართა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა. მისი თქმით, ოქრუაშვილის გადაწყვეტილება მისთვისაც და საქართველოს პრეზიდენტისთვისაც მოულოდნელი იყო: [ნოღაიდელის ხმა] ”პრეზიდენტისთვის და ჩემთვის არის სრულიად მოულოდნელი ამბავი, პირდაპირ მინდა გითხრათ. ჩვენ სულ ახლახანს წარვადგინეთ ირაკლი ეკონომიკის სამინისტროში, როგორც მოგეხსენებათ. შაბათ-კვირას საკმაოდ ინტენსიური თათბირები გვქონდა ეკონომიკაში ჩვენი მომავალი საქმიანობის შესახებ; დავგეგმეთ უახლოესი პერიოდის მოქმედებები. დღევანდელი მოქმედებები პრეზიდენტისთვის და ჩემთვის იყო სრულიად მოულოდნელი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის, რაც მინდა შეგატყობინოთ. დიდი მადლობა”. პრემიერ-მინისტრის თქმით, ოქრუაშვილს გადადგომის მიზეზი არ დაუსახელებია.
XS
SM
MD
LG