Accessibility links

logo-print

ინდოეთი მიესალმა აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებას


ინდოეთი მიესალმა აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებას, დაამტკიცოს გეგმა, რომელიც აშშ-თვის შესაძლებელს ხდის

ინდოეთი მიესალმა აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებას, დაამტკიცოს გეგმა, რომელიც აშშ-თვის შესაძლებელს ხდის
სამოქალაქო მიზნებისთვის გამოსადეგი ბირთვული საწვავი მიჰყიდოს ინდოეთს. სანაცვლოდ ინდოეთმა თავისი სამოქალაქო ბირთვული ობიექტები შესამოწმებლად უნდა გაუხსნას საერთაშორისო ექსპერტებს. აშშ-ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც ეს გეგმა ივლისში აქვს დამტკიცებული, ჯერ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ ამ კანონის საბოლოო ვერსიაზე. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პრანაბ მუხერიის განცხადებით, ინდოეთი, ვიდრე დასკვნებს გამოიტანდეს, დაელოდება აშშ-ის კანონის საბოლოო ვერსიას. ინდოეთმა, რომელსაც არა აქვს ხელმოწერილი ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება, ცალმხრივი წესით გამოაცხადა მორატორიუმი ბირთვულ გამოცდებზე, მაგრამ სურს გამოცდების ჩატარების უფლების მოპოვება.
XS
SM
MD
LG