Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოების მოგვარების საქმეში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოების მოგვარების საქმეში
მთავარი როლი გაეროს ატომურ სააგენტოს უნდა დაეკისროს და არა გაეროს უშიშროების საბჭოს. ლავროვი ამ საკითხს შეეხო ინდოეთში ვიზიტის დაწყებისას და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსკოვი მართებულად მიიჩნევს მოლაპარაკებას და არა ირანის წინააღმდეგ სანქციების მიღებას. [ლავროვის ხმა] “ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, რომ უშიშროების საბჭოს მეშვეობით შევეცდებოდით ირანთან მოლაპარაკების მალე განახლებას და არა ირანის დასჯას. ამ შეთანხმების შესაბამისად, ჩვენ შევიტანეთ შესწორებები ირანზე უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში, რათა დავეხმაროთ გაეროს ატომურ სააგენტოს მოლაპარაკების განახლებაში”. ლავროვის ამ განცხადების კონტექსტში აღსანიშნავია, რომ რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელსაც გერმანია, ბრიტანეთი და საფრანგეთი ემხრობიან და რომელიც ირანის წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG