Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის სოციალისტურმა პარტიამ სეგოლენ როიალის


საფრანგეთის სოციალისტურმა პარტიამ სეგოლენ როიალის კანდიდატურა წამოაყენა მომავალი წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

საფრანგეთის სოციალისტურმა პარტიამ სეგოლენ როიალის კანდიდატურა წამოაყენა მომავალი წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
როიალმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა პრეზიდენტობის სოციალისტი კანდიდატის განსაზღვრის მიზნით გამართული საგანგებო კენჭისყრის შედეგად. კენჭისყრაში სოციალისტური პარტიის წევრები - 220 000-მდე ფრანგი მონაწილეობდა. როიალს, რომელიც, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პირველი პრეზიდენტი ქალი გახდება საფრანგეთის ისტორიაში, სავარაუდოდ, მთავარ კონკურენციას გაუწევს კონსერვტიული ძალების წარმომადგენელი ნიკოლა სარკოზი - ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრი.
XS
SM
MD
LG