Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა შეაქო საქართველოს ძალისხმევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა შეაქო საქართველოს ძალისხმევა
დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური რეფორმების, აგრეთვე უსაფრთხოების გაუმჯობესების საქმეში. როგორც მან ვაშინგტონიდან სომეხ ჟურნალისტებთან გამართული ტელეხიდის დროს უთხრა ჩვენი რადიოს სომხური სამსახურის კორესპონდენტს ნატოს მოახლოებულ რიგის სამიტთან დაკავშირებით, სამიტზე, სავარაუდოდ, არც ერთ ქვეყანას არ შესთავაზებენ ნატოში გაწევრიანებას 2006 წელს. “ვიმედოვნებთ, შევთანხმდებით, რომ რიგის სამიტზე ითქვას, რომ ვაპირებთ ქვეყნების ნატოში მიწვევაზე 2008 წელს გამოცხადებას”, განაცხადა კურტ ვოლკერმა. ის შეეხო რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულ ურთიერთობასაც. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დაძაბულობა განიმუხტოს და ყველა კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს. ამ საკითხის სამხედრო გხზით მოგვარება, კურტ ვოლკერის შეფასებით, შეუძლებელია. საუკეთესო გამოსავალია ის, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, "ეკონომიკურ განვითარებას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას”.
XS
SM
MD
LG