Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოს


შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოს

შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოს
მოუწოდებს, დააჩქაროს ირანისთვის სადამსჯელო სანქციების დაწესების პროცესი, იმის გამო რომ თეირანი ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე უარს აცხადებს. სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ნიკოლას ბერნსის თქმით, სანქციების საკითხზე რუსეთმა და ჩინეთმა საერთო პოზიცია უნდა მოიძებნონ შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ბერნსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს მხოლოდ ისეთი სანქციების დაწესება სურს, რომელთა სამიზნეც ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები იქნება. მისი თქმით, სანქციები პირველ ეტაპზე არ უნდა შეეხოს ირანის ნავთობისა და გაზის სექტორებს.
XS
SM
MD
LG