Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ იძიებს


ბრიტანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ იძიებს საქმეს, მოწამლეს თუ არა რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი,

ბრიტანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ იძიებს საქმეს, მოწამლეს თუ არა რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი,
რომელიც ბრიტანეთში გაიქცა 5 წლის წინ და ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. ბრიტანეთის მედიის თანახმად, ალექსანდრ ლიტვინენკო 1 ნოემბერს გახდა ავად, როცა რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ლონდონში უცნობ იტალიელს შეხვდა. “სკოტლანდ იარდის” წარმომადგენელმა “ასოშეიტედ პრესს” უთხრა, რომ იკვლევენ, თუ რა ნივთიერება იყო მის ორგანიზმში და რა გზით მოხვდა ის იქ. ლიტვინენკო მოსკოვის მიერ იძებნება. ის ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.
XS
SM
MD
LG