Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვის განცხადებით, პოლონეთის ვეტო


სერგეი ლავროვის განცხადებით, პოლონეთის ვეტო ევროკავშირთან პარტნიორობის შესახებ ახალ შეთანხმებაზე,

სერგეი ლავროვის განცხადებით, პოლონეთის ვეტო ევროკავშირთან პარტნიორობის შესახებ ახალ შეთანხმებაზე,
ვერ მიაყენებს ზიანს რუსეთ-ევროკავშირის სამიტს, რომელიც პარასკევს, ჰელსინკიში იმართება. როგორც იუწყებიან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს "იმაზე მეტად არ სჭირდება ახალი დოკუმენტი, ვიდრე ის ევროკავშირს სჭირდება". პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი ავტორიტეტიან გამოცემა "ფაინენშალ ტაიმსის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ზოგი ევროპაში ცდილობს, რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობა მოარგოს “მოძველებულ მოდელს - მეგობარი ან მტერი”. ვარშავა რუსეთისაგან მოითხოვს ზოგი პოლონური პროდუქტის იმპორტზე დაწესებული ემბარგოს მოხსნას.
XS
SM
MD
LG