Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანმა გააუქმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი


ლიბანმა გააუქმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი მრეწველობის მინისტრის მკვლელობის გამო.

ლიბანმა გააუქმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი მრეწველობის მინისტრის მკვლელობის გამო.
მრეწველობის მინისტრ პიერ ჟემაიალის ცხედარი დღეს შინ გადაასვენეს სამგლოვიარო ცერემონიისათვის, ვიდრე მას ხუთშაბათს დაკრძალავდნენ. ჟემაიალი მისსავე მანქანაში, ბეირუთში ჩაცხრილეს. საქმე ეხება 2 წლის მანძილზე მეხუთე მკვლელობას, რომლის მსხვერპლიც ანტი-სირიული ორიენტაციის ფიგურა გახდა. მკვლელობა უკვე ბევრმა დაგმო - მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, რომელმაც სირია და ირანი დაადანაშაულა ლიბანის მთავრობისთვის "ძირის გამოთხრის მცდელობაში", თუმცა მათთვის მკვლელობის პასუხისმგებლობა არ დაუკისრებია. მკვლელობა დაგმო გაეროს უშიშროების საბჭომაც.
XS
SM
MD
LG