Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი წელი გავიდა მას შემდეგ


ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, რომელთაც "ნარინჯისფერი რევოლუცია" ეწოდა.

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, რომელთაც "ნარინჯისფერი რევოლუცია" ეწოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ შარშან გამოაცხადა 22 ნოემბერი "თავისუფლების დღედ". 2004 წელს უკრაინელთა პროტესტი მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას, რის შემდეგაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგის გაუქმების შესახებ. თუმცა ახლა ვიქტორ იანუკოვიჩი - იუშჩენკოს მეტოქე ორი წლის წინ - უკრაინის პრემიერ-მინისტრია. როგორც იანუკოვიჩმა დღეს აღნიშნა, დადგა დრო, ბოლო მოეღოს ნარინჯისფერი რევოლუციის პერიოდის განხეთქილებას უკრაინაში. [იანუკოვიჩის ხმა] “მინდა, რომ, როცა ვლაპარაკობთ ნარინჯისფერ, ცისფერ, ან თეთრ პერიოდებზე ჩვენს ისტორიაში, ვიგრძნოთ ის, რომ ვუახლოვდებით პერიოდს, როცა ჩვენს შეხედულებებსა და სიმპათიებს - ერთნაირი ფერი ექნებათ, ჩვენი ეროვნული დროშის ფერი”. კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე, რომელიც ორი წლის წინ ნარინჯისფერი რევოლუციის ეპიცენტრი იყო, დღეს დიდი ღონისძიება ან დემონსტრაცია არ იმართება.
XS
SM
MD
LG