Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ დღეს გამოქვეყნებულ


უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში გამოთქმულია შეფასება,

უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში გამოთქმულია შეფასება,
რომ ჩეჩნეთში ტერორი სუფევს: ფართოდ არის გავრცელებული მძევლების აყვანა და ადამიანების წამება. ერთობლივ ანგარიშში რუსეთის ორგანიზაცია "მემორიალი" და საფრანგეთში დაფუძნებული "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია" მიუთითებენ რუსეთის უშიშროების ძალებისა და ჩეჩენთა უშიშროების ძალების განუკითხავ მოქმედებაზე ჩეჩნეთში, სადაც წელს 143 ადამიანი იქნა გატაცებული და მათგან 54 ჯერაც დაკარგულია. როგორც მემორიალის წარმომადგენელმა სვეტლანა განუშკინამ დღეს პარიზში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთში ადამიანის უფლებათა ხელყოფა არ არის შემთხვევითი, ან გამონაკლისი - ეს წესია. 109-გვერდიანი ანგარიშის ავტორები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოძიებულ იქნეს ადამიანის უფლებათა ხელყოფა ჩეჩნეთში.
XS
SM
MD
LG