Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ყოფილი აგენტის, ალექსანდრ ლიტვინენკოს


რუსეთის ყოფილი აგენტის, ალექსანდრ ლიტვინენკოს

რუსეთის ყოფილი აგენტის, ალექსანდრ ლიტვინენკოს
მდგომარეობა წუხელ მკვეთრად გაუარესდა - აცხადებენ ექიმები. ლონდონის უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ჯეფ ბელინგამმა, ჟურნალისტებისთვის შემდეგი განცხადება გააკეთა:
[ბელინგამის ხმა]: ”ვადასტურებთ, რომ გასული ღამის განმავლობაში ალექსანდრ ლიტვინენკოს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, და ის კრიტიკულ მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება”.
ბელინგამის თქმით, ექიმები თვლიან რომ ლიტვინენკო თალიუმით არ არის მოწამლული - როგორც ეს ტოკსიკოლოგებს თავდაპირველად ეგონათ. ლიტვინენკო სამი კვირის წინ ლონდონში მოწამლეს. ის ბოლო წლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თავგამოდებული კრიტიკოსი იყო. ლიტვინენკომ 6 წლის წინ ითხოვა თავშესაფარი ბრიტანეთში. ის ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში 1 ნოემბერს ცუდად გახდა. კრემლი უარყოფს მისი მოწამვლის ბრალდებას.
XS
SM
MD
LG