Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო მონაცემებით, 23 მაღაროელი დაიღუპა


ბოლო მონაცემებით, 23 მაღაროელი დაიღუპა პოლონეთში,

ბოლო მონაცემებით, 23 მაღაროელი დაიღუპა პოლონეთში,
რუდა სლასკას მაღაროში სამშაბათს მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად. პოლონეთის პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ, ქვეყანაში ორდღიანი გლოვა გამოაცხადა. კატასტროფის გამო კაჩინსკიმ უარი თქვა საქართველოში ვიზიტზე, სადაც მას ვარდების რევოლუციის მესამე წლისთავის აღნიშვნაში უნდა მიეღო მონაწილეობა. სავარაუდოდ, მაღაროელთა სიკვდილი მყისიერი იყო, ვინაიდან აფეთქებამ მაღაროში ძალიან დიდი სიცხე გამოიწვია. პოლონეთის პოლიცია და პროკურატურა აფეთქების მიზეზებს იძიებენ.
XS
SM
MD
LG