Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებამ ვარდების რევოლუციის სამი


საქართველოს ხელისუფლებამ ვარდების რევოლუციის სამი წლისთავი

საქართველოს ხელისუფლებამ ვარდების რევოლუციის სამი წლისთავი
დღეს თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ქანდაკების გახსნით, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში სტუმრობით, მშენებარე რესპუბლიკური საავადმყოფოს დათვალიერებით და საზეიმო კონცერტით აღნიშნა. რევოლუციის სამი წლისთავის გამო, თბილისში დღეს უკრაინისა და ესტონეთის პრეზიდენტები და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდნენ. ევროკავშირისა და ნატოს წევრი პოლონეთი და ესტონეთი საქართველოს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდნენ, ვიქტორ იუშჩენკომ კი - პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან ერთად - დღეს მიხეილ სააკაშვილის უმცროსი ვაჟი მონათლა და ესტონეთის პრეზიდენტსა და პოლონეთის სეიმის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს პარლამენტს მიმართა.
XS
SM
MD
LG