Accessibility links

ვარდების რევოლუციის სამი წლისთავთან დაკავშირებით


ვარდების რევოლუციის სამი წლისთავთან დაკავშირებით

ვარდების რევოლუციის სამი წლისთავთან დაკავშირებით
საზოგადოებისადმი დღევანდელ მიმართვაში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ ამოცანად სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა დაასახელა. სააკაშვილი თავისუფლების სიმბოლოდ მიიჩნევს ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილ წმინდა გიორგის მონუმენტს, რომელიც დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიხსნა: [სააკაშვილის ხმა]: ””ჩვენ დავიწყეთ ახალი დიდგორი საქართველოს საბოლოოდ გასათავისუფლებლად და ფეხზე დასაყენებლად. ახალი დიდგორი ჩვენი შვილების მომავლისთვის. ახალი დიდგორი, სადაც ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენს უკან არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილების მომავალი, და ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ ბოლომდე, რათა ეს მომავალი დაცული იყოს, და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული იყოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, მიგვიძღვოდეს წინ წმინდა გიორგი”.
XS
SM
MD
LG