Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს საქართველოს


ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს საქართველოს მოქალაქეებმა,

ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს საქართველოს მოქალაქეებმა,
რომლებიც თურქეთის ტერიტორიიდან გამოაძევეს. აქციის მონაწილენი მათი დეპორტაციის მიზეზების დასახელებას მოითხოვდნენ. გასული ორი დღის განმავლობაში თურქეთიდან დეპორტირებულია 130 ადამიანი, რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვთ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის საგარეო-პოლიტიკურ უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და დეპორტაციის მოტივის დასახელება მოითხოვა. ორი ქვეყნის საზღვარზე მოქმედებს გამარტივებული რეჟიმი, რომლის თანახმად, ერთი თვით თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნა საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG