Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის სამართალდამცავი სტრუქტურების ინფორმაციით, წუხელ


ბრიტანეთის სამართალდამცავი სტრუქტურების ინფორმაციით, წუხელ ლონდონში გარდაცვლილი

ბრიტანეთის სამართალდამცავი სტრუქტურების ინფორმაციით, წუხელ ლონდონში გარდაცვლილი
რუსეთის ყოფილი აგენტი, ალექსანდრ ლიტვინენკო, რადიაციით იყო მოწამლული. როგორც ბრიტანეთის მთავრობის ექსპერტმა, როჯერ კოქსმა განაცხადა, ლიტვინენკოს ორგანიზმში ძლიერ ტოქსიკური იზოტოპი - პოლონიუმ 210 აღმოაჩინეს: [კოქსის ხმა]: ”გუშინ, დაახლოებით საღამოს ექვს საათზე, ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტომ და მისმა რადიაციისგან დაცვის გამყოფილებამ პოლიციისგან მიიღეს ინფორმაცია, დიდი რაოდენობით ალფა რადიაციის შესახებ, რომელიც სავადაუდოდ პოლონიუმ 210-ად ცნობილი ნივთიერებიდან იყო. ალფა რადიაციის მაღალი რაოდენობა ბატონი ლიტვინენკოს შარდში აღმოაჩინეს”. ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტო აცხადებს, რომ რადიაციიის კვალი აღმოაჩინეს ადგილებში, სადაც ლიტვინენკო ავად გახდომის დღეს იმყოფებოდა - კერძოდ, ერთ-ერთ იაპონურ რესტორანში და სასტუმროში. ძალიან მცირე რაოდენობა ლიტვინენკოს ბინაშიც აღმოჩნდა. ალექსანდრ ლიტვინენკო წუხელ ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიცია არ ამხელს, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, კრემლის თავგამოდებულმა კრიტიკოსმა, ლიტვინენკომ, მის მოკვლაში ბრალი ვლადიმირ პუტინს დასდო. პუტინი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ლიტვინენკოს სიკვდილი ”პოლიტიკური პროვოკაციის” მიზნით არ უნდა გამოიყენონ.
XS
SM
MD
LG