Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰელსინკიში დასრულდა რუსეთ-ევროკავშირის მე-18-ე სამიტი. <br>


ჰელსინკიში დასრულდა რუსეთ-ევროკავშირის მე-18-ე სამიტი.

ჰელსინკიში დასრულდა რუსეთ-ევროკავშირის მე-18-ე სამიტი.

სამიტზე ვერ მოხერხდა მთავარი საკითხის - სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების - განხილვა. ამ საკითხზე მოლაპარაკებას ვეტო პოლონეთმა დაადო, და ბოლომდე უარი თქვა პოზიციის შეცვლაზე. ვეტოს მიზეზი რუსეთის მიერ პოლონური წარმოების ზოგიერთი პროდუქტის იმპორტის აკრძალვა იყო. ფინეთის პრემიერ-მინისტრის, მატი ვანჰანენის თქმით, ევროკავშირის ლიდერებს პუტინთან ”ნაყოფიერი და გულწრფელი” საუბარი ჰქონდათ - განიხილეს რუსეთში არსებული ვითარება ადამიანის უფლებების, დემოკრატიული სტანდარტებისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ხოსე მანუელ ბაროზუმ, განხილული თემების ჩამოთვლისას საქართველოც დაასახელა - თუმცა პრეს-კონფერენციაზე არ დაუზუსტებიათ, კონკეტულად რა ითქვა სამიტზე.
XS
SM
MD
LG