Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ოფიციალურმა უწყებებმა დღეს ოფისებიდან


აზერბაიჯანში ოფიციალურმა უწყებებმა დღეს ოფისებიდან

აზერბაიჯანში ოფიციალურმა უწყებებმა დღეს ოფისებიდან
გამოაძევეს წამყვანი ოპოზიციური პარტია და გაზეთის რედაქცია. პოლიციამ პარტია ”სახალხო ფრონტის” და გაზეთ ”აზადლიქის” აღჭურვილობაც გაიტანა ოფისებიდან. ჟურნალისტთა კავშირის ლიდერი მთავრობას ოპოზიციური შეხედულებების ჩახშობის მცდელობაში ადანაშაულებს. პარასკევს ოფიციალურმა სტრუქტურებმა გაზეთი და პარტია მოახლოებული გამოძევების შესახებ გააფრთხილეს. პარალელურად, ეთერი გაუთიშეს აზერბაიჯანის პირველ კერძო ტელერადიომაუწყებლობას, ” ANS”-ს. ამ უკანასკნელი მოვლენის გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა ეუთომ. შეშფოთებულია შეერთებული შტატების მაუწყებელთა სამეურვეო საბჭოც - ” ANS”-ი ”ამერიკის ხმისა” და ”რადიო თავისუფლების” გადაცემების ტრანსლიაციას ახდენდა.
XS
SM
MD
LG