Accessibility links

logo-print

ხუთშაბათის სისხლიანი მოვლენების შემდეგ


ხუთშაბათის სისხლიანი მოვლენების შემდეგ

ხუთშაბათის სისხლიანი მოვლენების შემდეგ
- როდესაც ბაღდადის შიიტურ უბანში მომხდარ თავდასხმებს დაახლოებით 200 ადამიანი შეეწირა - ერაყში ძალადობა გრძელდება. პარასკევს გვიან ღამით შეიარაღებული პირები ბაღდადის ჩრდილოეთით ორი შიიტურ ოჯახში შევიდნენ და 21 ადამიანი მოკლეს. პარალელურად, პარასკევს ბაღდადში შიიტები ოთხ სუნიტურ მეჩეთს დაესცხნენ თავს, და დაახლოებით 30 ადამიანი მოკლეს. სააგენტოები ბაღდადის რამდენიმე უბანში მიმდინარე შეტაკებებზე იუწყებიან. შეტაკებები ექსტრემისტებსა და ერაყის და შეერთებული შტატების ჯარისკაცებს შორის ხდება. ბაღდადში კვლავ კომენდანტის საათი მოქმედებს. დაკეტილია საერთაშორისო აეროპორტი. ამის გამო ერაყის პრეზიდენტმა, ჯალალ თალაბანიმ, უარი თქვა თეირანში გამგზავრებაზე. ის იქ ირანისა და სირიის ლიდერებს უნდა შეხვედროდა. დამკვირვებელთა აზრით, ძალადობის გაძლიერება ჩრდილს აყენებს იორდანიაში დანიშნულ შეხვედრას ერაყის პრემიერ მინისტრს, ნური ალ-მალიქის, და შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს შორის.
XS
SM
MD
LG