Accessibility links

logo-print

უკრაინაში სტალინის პერიოდში, 1932-33 წლებში


უკრაინაში სტალინის პერიოდში, 1932-33 წლებში შიმშილის

უკრაინაში სტალინის პერიოდში, 1932-33 წლებში შიმშილის
შედეგად დაიღუპული მილიონობით ადამიანის ხსოვნის დღე აღნიშნეს. პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ რუსეთს და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს მოუწოდა, პატივი სცენ შიმშილის მსხვერპლთა ხსოვნას. შიმშილის მიზეზად იძულებით კოლექტივიზაციას ასახელებენ. ბევრი უკრაინელის აზრით, შიმშილი სტალინის მიერ განზრახ იყო გამოწვეული, უკრაინაში მზარდი დამოუკიდებლობის მოძრაობის ჩახშობის მიზნით. უკვე რამდენიმე წელია, კიევი გაეროს მოუწოდებს, შიმშილი ”გენოციდად” მიიჩნიოს. შიმშილს 5-დან 7 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG