Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყალბ 100-დოლარიან ბანკნოტებს ბეჭდავენ,

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყალბ 100-დოლარიან ბანკნოტებს ბეჭდავენ,
წერს აშშ-ის გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი”. გაზეთის ინფორმაციით, თაღლითების საერთაშორისო ჯგუფის მიერ დაბეჭდილი ყალბი დოლარები აშშ-ის რამდენიმე ქალაქში აღმოაჩინეს, მათ შორის ნიუ-იორკში. საქმეს ერთად იძიებენ აშშ-ის საიდუმლო სამსახური და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები. გაზეთში მოყვანილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ ყალბი ფულის მოჭრა არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც სამხრეთ ოსეთში კრიმინალური ორგანიზაციებისაგან მომდინარეობს: მას ერთვის ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდის, ადამიანის გატაცებისა და ძარცვის პრობლემები, ხოლო კრიმინალურ ორგანიზაციებთან ბრძოლის შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია.
XS
SM
MD
LG