Accessibility links

logo-print

ერაყის ხელისუფლება იტყობინება, რომ დღეს


ერაყის ხელისუფლება იტყობინება, რომ დღეს შეწყდა საგანგებო მდგომარეობა და კვლავ გაიხსნა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტი

ერაყის ხელისუფლება იტყობინება, რომ დღეს შეწყდა საგანგებო მდგომარეობა და კვლავ გაიხსნა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტი
, რათა პრეზიდენტ ჯალალ თალაბანისთვის თეირანში გაფრენის საშუალება მიეცათ. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას მერე, რაც ხუთშაბათს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა თავდასხმებს. მას მერე, რაც ბაღდადის ქუჩებში ტრანსპორტი კვლავ გამოჩნდა, ახალმა ძალადობამ იფეთქა. ქალაქის ცენტრში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს ხალხმრავალ ქუჩაზე. დაიღუპა ექვსი ადამიანი.

XS
SM
MD
LG