Accessibility links

ევროპის კავშირმა ვერ მიაღწია შეთანხმებას


ევროპის კავშირმა ვერ მიაღწია შეთანხმებას თურქეთთან

ევროპის კავშირმა ვერ მიაღწია შეთანხმებას თურქეთთან
კვიპროსის მიერ თურქეთის ნავსადგურების გამოყენების თაობაზე. ამის შესახებ დღეს განაცხადა ერკი ტუომოიამ - ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან თავის თურქ და კვიპროსელ კოლეგებთან გამართა მოლაპარაკებები. ევროკავშირი ცდილობს ანკარისგან მიაღწიოს ნებართვას იმის თაობაზე, რომ თურქეთის ნავსადგურებში შესვლა შეძლონ გემებმა კვრიპროსის ბერძნული რესპუბლიკიდან, რომელსაც თურქეთი არ ცნობს. ამგვარ პირობას შეიცავს ევროკავშირსა და თურქეთს შორის საბაჟო შეთანხმება. ფინეთის მინისტრის თქმით, შექმნილი ვითარება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირსა და ანკარას შორის მოლაპარაკებებზე კავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე.

XS
SM
MD
LG