Accessibility links

logo-print

რომის პაპი ბენედიქტე მე-16 ანკარაში


რომის პაპი ბენედიქტე მე-16 ანკარაში ჩაფრინდა. მას აეროპორტში დახვდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი

რომის პაპი ბენედიქტე მე-16 ანკარაში ჩაფრინდა. მას აეროპორტში დახვდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი
რეჟეპ ერდოანი. პაპმა აღნიშნა, რომ დიდი ხანია სურდა ჩასულიყო თურქეთში, რომელსაც რელიგიებსა და კულტურებს შორის ხიდად მიიჩნევს. ამასთან, მან მხარდაჭერა გამოუხატა თურქეთის ხელისუფლების სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. უკანასკნელი დღეების მანძილზე თურქეთში არ წყდება რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ვიზიტის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები. პაპს ბრალს სდებენ იმისთვის, რომ მან ერთ-ერთ გამოსვლაში მოიტანა ციტატა ერთ-ერთი ტექსტიდან, რომელიც ისლამის შეურაცხმყოფელად იქნა აღქმული.
XS
SM
MD
LG