Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის


მინსკში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომა.

მინსკში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომა.
დისკუსიის ცენტრალური თემა იყო თანამეგობრობის რეფორმირება. სამიტის გახსნისას ალესქანდრ ლუკაშენკომ ისაუბრა თანამეგობრობის მიერ გაწეულ სამუშაოზე და აგრეთვე აღნიშნა პრობლემები, რომელთა გადაჭრა მან ვერ მოახერხა: "უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგი ჩვენი მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა. ეს არ ნიშნავს, რომ მათ დაკაგეს თავიანთი მნიშვნელობა. ჩვენ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ინტეგრაციის გასაღრმავებლად. პირველ რიგში უნდა განვავითაროთ ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა, კოლექტიურად უნდა უზრუნველვყოთ თანამეგობრობის მოქალაქეთათვის ძირითადი სოციალური უფლებები და გარანტიები." როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გამოაცხადა სამიტზე, თანამეგობრობის საგარეო საქმეთა მინისტრებს დაევალათ, 2007 წლის 1-ლ ივლისამდე წარმოადგინონ წინადადებები ორგანიზაციის რეფორმირების თაობაზე. შემდეგი სამიტი 10 ივნისს გაიმართება სანკტ პეტერბურგში. სამიტის ფარგლებში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების, მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა არ შედგა.


XS
SM
MD
LG