Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგაში ნატოს სამიტის მონაწილეებმა პირობა


რიგაში ნატოს სამიტის მონაწილეებმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ ამჟამინდელ კურსს ავღანეთში.

რიგაში ნატოს სამიტის მონაწილეებმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ ამჟამინდელ კურსს ავღანეთში.

ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე სხეფერის განცხადებით, ალიანსი ხელს შეუწყობს ავღანელ ხალხს ქვეყნის აღმშენებლობისთვის ბრძოლაში: [სხეფერის ხმა] “სხვა საერთაშორისო ძალებთან ერთად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე დავეხმარებით ავღანელ ხალხს ტერორისა და ნარკოტიკებისაგან თავისუფალი დემოკრატიული ქვეყნის აშენებაში, ქვეყნისა, რომელიც თვითონვე იზრუნებს საკუთარ უსაფრთხოებაზე და მშვიდობიანი ურთიერთობა ექნება მეზობლებთან”. სამიტის დახურვამდე მიღებულ დასკვნით დეკლარაციაში პირობას დებენ, რომ ნატოს კონტინგენტს ავღანეთში ექნება ძალაც და რესურსებიც მისიის წარმატების გარანტირებისთვის. ნატოს სამიტზე გაკეთდა ასევე განცხადება, რომ 25000-კაციანი სწრაფი რეაგირების ჯარი, რომელმაც ნატოს მოდერნიზებული სამხედრო ძალების მოწინავე ჯგუფის ფუნქცია უნდა შეასრულოს, მზად არის სამოქმედოდ 4-წლიანი მზადების შემდეგ.
XS
SM
MD
LG