Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგორ გაიდარს მოსკოვის საავადმყოფოში მკურნალობენ


ეგორ გაიდარს მოსკოვის საავადმყოფოში მკურნალობენ მას შემდეგ, რაც ის ცუდად გახდა ირლანდიაში.

ეგორ გაიდარს მოსკოვის საავადმყოფოში მკურნალობენ მას შემდეგ, რაც ის ცუდად გახდა ირლანდიაში.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა გონება დაკარგა ეკონომიკის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე 24 ნოემბერს დუბლინში. ამის შესახებ ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა გაიდარის ქალიშვილმა მარია გაიდარმა. მარია გაიდარმა ისიც აღნიშნა, რომ მამამისს დიაგნოზი ჯერ ვერ დაუსვეს. რუსეთის სახელმწიფო ელექტროკომპანიის ხელმძღვანელის, ანატოლი ჩუბაისის ვარაუდით, ამ ამბის უკან, შესაძლოა, ის ძალები იდგეს, ვისაც ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლის პასუხისმგებლობა ეკისრება.
XS
SM
MD
LG