Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო აპირებს, 2008 წელს გასაწევრიანებლად


ნატო აპირებს, 2008 წელს გასაწევრიანებლად მიიწვიოს ის ქვეყნები, რომლებიც ალიანსის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.

ნატო აპირებს, 2008 წელს გასაწევრიანებლად მიიწვიოს ის ქვეყნები, რომლებიც ალიანსის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.
ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ამასთან დაკავშირებით გაწევრიანების ბალკანელ კანდიდატებს - ალბანეთს, ხორვატიასა და მაკედონიას - მიულოცეს წარმატება ალიანსში გაწევრიანებისათვის აუცილებელი რეფორმების განხორციელების საქმეში. რაც შეეხება ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას, სამიტის მასპინძელი ქვეყნის, ლატვიის პრეზიდენტმა ვაირა ვიკე-ფრაიბერგამ აღნიშნა: [ფრაიბერგას ხმა] "საქართველომ დიდი ძალისხმევა გამოავლინა და ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა. საქართველო წახალისებულ იქნა სპეციალური დიალოგის სტატუსით, რომელიც მათ უკანასკნელი თვეების მანძილზე მიენიჭა. მაგრამ რაც შეეხება ნატოში მიპატიჟებას, ბალკანეთის სამეული უდაოდ უფრო წინ არის წასული ამ პროცესში და სწორედ ეს არის ის ქვეყნები, რომელთაც შეიძლება იმედი ჰქონდეთ, რომ 2008 წლის სამიტისთვის მიიღებენ მიპატიჟებებს. ეს თარიღი საქართველოსთვის ჯერჯერობით ნაადრევი იქნება, მაგრამ ჩვენ მათ წავახალისებთ და იგივე ეხება უკრაინასაც. ჩვენ საკმაოდ გახსნილი ვართ მათთან თანამშრომლობისთვის და წავახალისებთ მათ." დღესვე ნატომ სერბია, ჩერნოგორია და ბოსნია-ჰერცეგოვინა მიიწვია “სამშვიდობო პარტნიორობის” პროგრამაში. ნატოს განცხადებით, სამ ქვეყანას შეუძლია “ღირებული წვლილის” შეტანა ბალკანეთის სტაბილიზაციის საქმეში. გარდა ამისა, ალიანსმა სერბიასა და ბოსნიას მოუწოდა გაეროს სამხედრო ტრიბუნალთან სრულად თანამშრომლობისაკენ და მიესალმა რეფორმებს ალბანეთში, ხორვატიასა და მაკედონიაში.
XS
SM
MD
LG