Accessibility links

logo-print

მინსკში დსთ-ის სამიტის შემდეგ საქართველოსა


მინსკში დსთ-ის სამიტის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.

მინსკში დსთ-ის სამიტის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.
მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის პირისპირ შეხვედრა სამიტთან დაკავშირებით გამართული ვახშმის შემდეგ შედგა და ის დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში განუცხადა ჟურნალისტებს, იქ მინსკიდან ჩასვლის შემდეგ: [სააკაშვილის ხმა] "მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სასარგებლო საუბარი. მიმაჩნია, რომ ყველა ძირითადი საკითხის დაყენება შევძელით. დროა ვისწავლოთ ჩვენ, ქართველებმა, რომ არა აქვს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა და არ უნდა ვფიქრობდეთ დღე და ღამე იმაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთი ჩვენზე და რას იტყვის რუსეთი ჩვენზე, რას მოიმოქმედებს თუნდაც რუსეთი ჩვენზე და რა გეგმები აქვს რუსეთს ჩვენზე. იმიტომ, რომ საქართველოს გეგმები, საქართველოს მომავალი და საქართველოს წარმატებები დაიწერება აწი მუდმივად საქართველოში, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში".
XS
SM
MD
LG