Accessibility links

logo-print

ირანის ერთ-ერთმა სასულიერო ლიდერმა დღეს


ირანის ერთ-ერთმა სასულიერო ლიდერმა დღეს

ირანის ერთ-ერთმა სასულიერო ლიდერმა დღეს
გამოუშვა ”ფატვა” - რელიგიური განჩინება - აზერბაიჯანელი ჟურნალისტის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფაში ედება. დიდმა აიათოლა მუჰამედ ფაზელ ლანკარანიმ განაცხადა, რომ რაფიკ ტაგის მოკვლა ”აუცილებელია”. ტაგიმ აზერბაიჯანის გაზეთ ”სანათში” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ისლამზე ირონიით იყო საუბარი. ტექსტს თან ერთვოდა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები, რომლებიც პირველად წლის დასაწყისში დანიის ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა, რასაც საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. დღეს გამოცხადებული ფატვა გაზეთ ”სანათის’ რედაქტორზეც ვრცელდება. ამ პუბლიკაციის გამო ჟურნალისტსა და რედაქტორს აზერბაიჯანის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
XS
SM
MD
LG