Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სავაჭრო საკითხი


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სავაჭრო საკითხი არ არის

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სავაჭრო საკითხი არ არის
- განაცხადა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა. გელა ბეჟუაშვილის ეს კომენტარი მოჰყვა აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ სოხუმი ცხინვალსა და ტირასპოლთან დიპლომატიურ ურთიერთობას დაამყარებს, თბილისთან კი მოლაპარაკებას არ განაახლებს, სანამ კოდორის ხეობაში ქართველი სამხედროები იქნებიან.
სერგეი ბაღაფშის განცხადებებს გელა ბეჟუაშვილი თბილისის კონსტრუქციული წინადადებების იგნორირების ლოგიკურ შედეგად მიიჩნევს და სოხუმს კვლავ პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებს. დღესვე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო, რომ ზემო აფხაზეთში შეიარაღებული ქვედანაყოფები იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG