Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მიერ საქართველოს საწინააღმდეგო სანქციების


რუსეთის მიერ საქართველოს საწინააღმდეგო სანქციების

რუსეთის მიერ საქართველოს საწინააღმდეგო სანქციების
გაუქმებას აუცილებლად მიიჩნევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მოსკოვში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელმა ლუკ ვან დერ ბრანდემ საქართველოსა და რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობას ემოციურად დამუხტული უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთს უფლება აქვს საქართველოსგან პატივისცემა მოითხოვოს, თუმცა, ისიც უნდა აღიაროს, რომ ახლო საზღვარგარეთზე საუბრის დრო დასრულდა და დამოუკიდებელი ქვეყნები საკუთარი გზით ვითარდებიან. რუსეთის მიერ საქართველოს საწინააღმდეგო ეკონომიკურ სანქციებს და ქართველთა დეპორტირებას კონფლიქტის მოგვარების სწორ გზად არ მიიჩნევს მონიტორინგის კომიტეტის კიდევ ერთი მომხსენებელი მათიაშ იერში. მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც მოსკოვში ვიზიტამდე თბილისში იმყოფებოდნენ, საქართველო-რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობასთან დაკავშირებულ მოხსენებას ცამეტ დეკემბერს, პარიზში კომიტეტის სხდომაზე წარადგენენ. იანვარში კი - ამავე თემაზე დებატები სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გაიმართება.
XS
SM
MD
LG