Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის მედიის თანახმად, იტალიელ მოქალაქეს


ბრიტანეთის მედიის თანახმად, იტალიელ მოქალაქეს მარიო სკარამელას,

ბრიტანეთის მედიის თანახმად, იტალიელ მოქალაქეს მარიო სკარამელას,
რომელიც 1 ნოემბერს ალექსანდერ ლიტვინენკოს შეხვდა, ასევე აეღმოუჩინეს ის რადიოაქტიური ნივითიერება, რომელმაც მოკლა რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი. სკარამელა საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების თანახმად, მის ორგანიზმაში მცირე დოზა აღმოჩნდა. საკარმელამ და ლიტვინენკომ ერთად ისადილეს ლონდონის რესტორანში რამდენიმე საათით ადრე, სანამ ლიტვინენკოს პირველი სიმპტომები გამოაჩნდებოდა. დღესვე ლიტვინენკოს ზრდასრულ ნათესავებს აღმოუჩინეს ორგანიზმში პოლონიუმი, თუმცა იუწყებიან, რომ დოზა არ არის სახიფათო. ბრიტანეთის ერთ სოფელში დღეს ევაკუაცია გაუკეთეს სასტმუროს, სადაც რადიაციის დონე გამოეკვლიათ.
დღეს ლონდონში ალექსანდერ ლიტვინენკოს გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რათა გაირკვეს, როგორ მოხვდა მის ორგანიზმში რადიოაქტიური ნივთიერება, რომელმაც ის მოკლა. ლიტვინენკო 2000 წელს წავიდა ბრიტანეთში და გახდა კრემლის ოპონენტი. ექსპრეტიზის შედეგები ჯერ არ ქვეყნდება. ის 23 ნოემბერს ლონდონში გარდაიცვალა ძლიერი მოწამვლის შედეგად. მის შარდში იშვიათი რადიაქტიული ელემენტი პოლონიუმ 210 ნახეს. გამომძიებლებმა რადიაციის კვალს მიაგნეს 12 ადგილას, იმათ შორის “ბრიტიშ ეარუეის” თვითმფრინავებში, რომლებიც ლონდონსა და მოსკოვს შორის მოძრაობენ.
XS
SM
MD
LG