Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის


რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრ ლიტვინენკოს მეუღლეს,

რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრ ლიტვინენკოს მეუღლეს,
ასევე მის იტალიელ ინფორმატორს ორგანიზმში აღმოუჩინეს ლიტვინენკოს სისკვდილის გამომწვევი რადიაციული ნივთიერების კვალი. მარიო სკარამელა ლიტვინენკოს ლონდონში სუშის რესტორანში შეხვდა პირველ ნოემბერს, როცა ლიტვინენკო დაავადდა. კლინიკაში სკარამელა გასინჯეს და დაადგინეს, რომ მის ორგანიზმში აღმოჩნდა “პოლონიუმ 210-ის კვალი”. ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის საავადმყოლფოს კონსულტანტია კიტ პეტერსონი:
(პეტერსონის ხმა)
“ბატონ სკარამელას ორგანიმზში აღმოჩნდა “პოლონიუმ 210”, მაგრამ ბევრად მცირე რაოდენობით, ვიდრე ლიტვინენკოს სხეულში. ის თავს კარგად გრძნობს და რადიაციული მოწამვლის ნიშნები არ აქვს. შაბათ-კვირას მას სხვა ანალიზები ჩაუტარდება.”
ლიტვინენკოს მეუღლის, მარინას მეგობრები და ნათესავები ამბობენ, რომ მას მხოლოდ მცირე ოდენობის პოლონიუმ 210 აღმოუჩინეს ორგანიზმში და ამას მის ჯანრმთელობაზე სერიოზული ზეგავლენა არ აქვს.
XS
SM
MD
LG