Accessibility links

logo-print

მოსკოვის ერთ-ერთ გამანაწილებელში საქართველოს მოქალაქე


მოსკოვის ერთ-ერთ გამანაწილებელში საქართველოს მოქალაქე მანანა ჯაველია გარდაიცვალა.

მოსკოვის ერთ-ერთ გამანაწილებელში საქართველოს მოქალაქე მანანა ჯაველია გარდაიცვალა.
50 წლის ჯაველია, საინფორმაციო სააგენტო “მედიანიუსის” ცნობით, თვენახევრის წინ, საქართველოში დეპორტაციის მიზნით მოათავსეს იზოლატორში. თუმცა, 23 ნოემბერს ჩატარებულ სასამართლო პროცესზე გადაწყდა, რომ ჯაველიას დეპორტაცია არ ეხებოდა. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს მომავალ კვირაში უნდა მიეღო. გარდაცვლილის ნათესავების ცნობით, ჯაველიას გული აწუხებდა, რაც, სავარაუდოდ, გუშინ მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. მისი საქართველოში გადასვენების საკითხი სათანადო ექსპერტიზის ჩატარებისა და შესაბამისი საბუთების მოწესრიგების შემდეგ გადაწყდება.
XS
SM
MD
LG