Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა რუსეთს


აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა რუსეთს მოუწოდა

აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა რუსეთს მოუწოდა
დაასრულოს თავისი ჯარის გაყვანა საქართველოსა და მოლდავეთიდან. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ნიკოლას ბერნსმა თქვა, რომ ეუთოს ყველა წევრი უნდა იკავებდეს თავს მათ მეზობელ ქვეყნებში არასტაბილურობისთვის ხელის შეწყობისგან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეს მოსაზრება უარყო, როგორც გამარტივებული. მან თქვა, რომ ეუთომ არ უნდა მიმართოს ცალმხრივ ზომებს, რათა გაიტანოს, როგორც მან უწოდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ძველი სადაო საკითხების გარშემო. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს ახლანდელმა თავმჯდომარემ კარელ დე ხუხტმა განაცხადა, რომ გაყინული კონფლიქტები საბოლოოდ ბრიუსელში არ უნდა გვარდებოდეს. მან მოუწოდა მხარეებს განაახლონ მოლაპარკება. დე ხუხტმავე თქვა, რომ ეუთოს მთავარ თემად რჩება დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა და განმტკიცება
და ადამიანის უფლებებისთვის მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG